რეზონანსი
07.08.2018

 ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში - ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებულები ავტომობილებიდან მაშველებმა გადმოიყვანეს. მათ შორის 5 არასრულწლოვანია. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×