რეზონანსი
07.08.2018

 წვევამდელებს, რომლებსაც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით ჯარში წასვლა არ სურთ, 1-ელი იანვრიდან ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ. ასეთ პირებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეეძლებათ. სურვილის შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოხვდებიან ის ადამიანებიც, ვისაც სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის მიერ მღვდელმსახურის წოდება აქვს მინიჭებული. ასეთი სამსახურის დასაწყებად, წვევამდელის სურვილის გარდა, სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაცაა საჭირო. 

"მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ არ წავიდეს ჯარში და მოიხადოს ალტერნატიული სამსახური. აქ ასევე არის გარკვეული ჯანმრთელობის მონაცემები, რომელიც მოქალაქემ უნდა დააკმაყოფილოს. 

ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს იძულების ხასიათი არ ექნება და წვევამდელის სურვილზე იქნება დამოკიდებული. ეს სისტემა იანვრიდან ამოქმედდება და მომავალი წლის გაწვევის დაწყების დროს, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ეს ალტერნატივა", - განუცხადა როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×