პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სიჯიუტე მოქმედ პრეზიდენტსაც ახასიათებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციიდან არასდროს გასულა, ხოლო ზურაბიშვილის სიჯიუტე ხუხაშვილის შეფასებით, მისი ხასიათია და არ არის განპირობებული სახელმწიფო ინტერესებით.
"სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც რაც მოეპრიანება იმას გააკეთებს და აქ არ იქნება არც კონსტიტუციაზე და არც კანონზე ლაპარაკი. ხვალ შეიძლება მოინდომოს, რომ წავალ მე პუტინს უნდა შევხვდეო, რატომ არ შეიძლება შევხვდე, ლავროვს ხომ შევხვდი და ჯარები გავიყვანე? რატომ არ უნდა შევხვდე პუტინს? - ასეთი ტიპის ადამიანია.
პრინციპში მივიღებთ რეალითი შოუს, რომელსაც 6 წელი უნდა ვუყუროთ. არ დავიღუპებით, არ დაიქცევა ქვეყანა, საინტერესო იქნება", - განუცხადა ხუხაშვილმა "ტვ პირველს".