"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ოფიციალურად "გირჩის" სახელით ვერ მიიღებს და მოუწევს, რომ კენჭი იყაროს როგორც დამოკიდებელმა კანდიდატმა.
"კანონში აქვთ ჩანაწერი, რომ კანდიდატმა პარტიის სახელით რომ იყაროს კენჭი, პარტია წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებული. ვინაიდან „გირჩს“ არ მიუღია წინა არჩევნებში მონაწილეობა, გვეუბნებიან რომ კანდიდატს ვერ დავაყენებთ. დამოუკიდებელი კანდიდატი ვიქნები, რომელსაც საინიციატივო ჯგუფი წარადგენს.
ვინც მხარს დაგვიჭერს, განსაკუთრებით ფინანსურად, ძალიან გაგვიხარდება. არანაირი პრობლემა არ მაქვს ივანიშვილისგან დაფინანსება მივიღო. თუ ფინანსურ დახმარებას ვალდებულებები არ მოჰყვება, მზად ვარ მივიღო. ვინც მეტ ფულს მომცემს, გამიხარდება", - განუცხადა "აიპრესს" ჯაფარიძემ.