რეზონანსი
07.08.2018

 სამართალდამცავებმა ათენში ჩატარებული სპეცოპერაციისას 40 წლის ნინო ინაიშვილი იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის 4 დღის ჩვილ გოგონას ყიდიდა. ბავშვებით ვაჭრობის სქემა პოლიციის ოფიცრებმა გაშიფრეს, რომლებმაც ინაიშვილს თავი ბავშვის ყიდვის მსურველებად გააცნეს. ბერძენი სამართალდამცველების მტკიცებით, ქართველ ქალს მყიდველებსა და გამყიდველებს შორის შუამავლის ფუნქცია ჰქონდა.

ნინო ინაიშვილის დედა "რ2"-თან ადასტურებს, რომ მისი შვილი წლებია, საბერძნეთში ხელოვნური განაყოფიერების ცენტრში მუშაობს და მთავარი მოვალეობა სწორედ სამედიცინო დაწესებულებაში მისულ კლიენტებთან ურთიერთობაა.

ქართველის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საელჩო. ბერძნული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქესთან ერთად, სპეცოპერაციის დროს დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 8 წვერი. ისინი ბულგარეთის მოქალაქეები არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×