რეზონანსი
08.08.2018

 სატვირთო ავტომობილების მრავალკილომეტრიანი რიგი დგას საბაჟო-გამშვები პუნქტ „ყაზბეგი-ზემო ლარსისკენ“ მიმავალ საქართველოს სამხედრო გზაზე. ტრაილერების მძღოლები აცხადებენ, რომ რიგში უკვე მეოთხე დღეა დგანან, მათ მალფუჭებადი საქონელი, მათ შორის ყვავილები და ხილი მიაქვთ.

„რა ხდება, არ ვიცით. გვეუბნებიან: იდექით, დაელოდეთ. მათთვის სულერთია, რომ მალფუჭებადი საქონელი გვაქვს. მაგრამ საქონელს ვინ ჩივის, საჭმელი არ გვაქვს, მარაგი დაგვიმთავრდა, არავინ იფიქრებდა, რომ ამდენ ხანს მოგვიწევდა ლოდინი. მაღაზიაში ტრაილერით წასვლას პატრული არ გვანებებს, ფეხით შორსაა. ვშიმშილობთ“, — გვიამბო ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლმა, რომელიც სომხეთიდან რუსეთში მიემგზავრება.

საქართველოს შსს-მ სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" შეფერხებების გარეშე მუშაობს. უწყების მონაცემებით, პრობლემები „ზემო ლარსზე“ გაჩნდა — რუსული მხარე ავტომობილების დიდ ნაკადს ვერ უმკლავდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×