რეზონანსი
08.08.2018

 საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ეხო მასკვისთან" საუბრისას პუტინთან ურთიერთობის შესახებ აკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ მას რუსეთის ლიდერი ყოველთვის ზრდილობიანად, თქვენობითი ფორმით მიმართავდა.

"პუტინთან პირადი, ხმამაღალი კონფლიქტი არასდროს მქონია. ყველა ის ისტორია, რომ მე მას თითქოს ვლანძღავდი, სრული სისულელეა. ჩვენ ძალიან ზრდილობიანი საუბრები გვქონდა ხოლმე და ყოველთვის თქვენობით ფორმაში. იგი ბევრთან ხმარობდა შენობით ფორმას, იგინებოდა, მაგრამ ჩემთან ყოველთვის თავშეკავებას იჩენდა ხოლმე და რაიმე სახის განსაკუთრებული უპატივცემულობა არასდროს მიგრძვნია", - აღნიშნავს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×