რეზონანსი
08.08.2018

 თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დიღმის ტყე-პარკში არანაირი მშენებლობა არ იგეგმება:

"გასული სიუჟეტი ეხებოდა იმას, რომ თითქოს დედაქალაქის მთავრობა აპირებს დიღმის ტყეპარკში რაღაც მშენებლობის განხორციელებას. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი.

ერთ-ერთმა ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი და ეს ადამიანები, სავარაუდოდ, არიან თაღლითები, თქვა თითქოს ჩვენ ზონა შევუცვალეთ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, სადაც დღეს მდებარეობს "კიას" ცენტრი, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი. არანაირი ზონის ცვლილება არ განხორციელებულა", - განაცხადა მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×