რეზონანსი
08.08.2018

 ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენპროკურატურამ ოსი ხალხის ე.წ. გენოციდის ბრალდებით „საერთაშორისო ძებნა“ გამოაცხადა მიხეილ სააკაშვილზე, ვანო მერაბიშვილზე, ირაკლი ოქრუაშვილსა და დავით კეზერაშვილზე.

ე.წ. უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ „საქართველოს მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა „მკვლელობის“, „სამართალდამცველთა სიცოცხლის ხელწყოფისა“ და “გენოციდის” მუხლებით”.

მერაბიშვილის, ოქრუაშვილის და კეზერაშვილის გარდა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ „ძებნილთა“ რიცხვში გამოცხადებული არიან: შალვა კაჩაროვი, ალექსანდრე მილაძე, მუხარ კოპაძე, ნიკოლოზ ოქროპირიძე და სხვა.

გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტი არ არის, მისი „საერთაშორისო ძებნის“ არეალი, სავარაუდოდ, არაღიარებული ე.წ. რესპუბლიკების ტერიტორიით შემოიფარგლება, ასევე იმ ქვეყნებით, რომლებმაც მათი ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, ესენია: ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ, რუსეთი, სირია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×