პრეზიდენტობის კანდიდატმა განცხადება მუხათგვერდის სასაფლაოზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალთან, სადაც ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგო, განცხადება გააკეთა.
"როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა საომარი მოქმედებები იმ დროს დაიწყო, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა, იგი გაფრთხილებული იყო ყველა მოკავშირისგან, რომ სამხედრო ნაბიჯები არ გადაედგა, გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა. როცა შენ დახმარების იმედი არა გაქვს, როცა შენ უპირატესობა არ გაქვს, როცა იცი, რომ საზღვარზე ივლისიდან მიდის წვრთნები – "კავკაზი" და იქ ასეული ჯავშანტექნიკა, ათასობით რუსი ჯარისკაცი დგას და რაღაცას ელოდება, როცა ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია? უგუნურება? გიჟი პრეზიდენტის ახირება? თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?!" – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.