რეზონანსი
08.08.2018

 ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული ჯარი 2008 წლის აგვისტოში კარგად იყო მომზადებული.

„ისინი სერიოზულად მოემზადდნენ. კარგად იყვნენ შეიარაღებულები. ქართული ჯარი კარგად იყო აღჭურვილი. ზოგიერთ საკითხებში მათ რუსულ ჯარზე უკეთესი სიტუაცია ჰქონდათ. მაგალითად, საკომუნიკაციო მიმართულებით, თანამედროვე რადიოკავშირით. ქართველების გათვლა იმაზე იყო, რომ უკეთესი ჯარი ჰყავდათ, ვიდრე 1992 წელს“, - განაცხადა შამბამ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ქართულმა ჯარმა ცხინვალის გარშემო სიმაღლეები დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ ოსური მხარე ამას საერთაშორისო ინსტანციებში აპროტესტებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×