რეზონანსი
08.08.2018

 ქუთაისში ტაქსის ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე დღეს მოხდა. ხანძარი  „კრაისლერის" მარკის მანქანას გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, ავტომობილში ჩამონტაჟებული გაზის მოწყობილობა გახდა.

ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. მან ცეცხლმოდებული ავტომობილიდან გადასვლა ძლივს მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×