რეზონანსი
08.08.2018

 (რეზონანსი) „მართლა დევი ყოფილხარ", - წერენ სოციალურ ქსელში დევი ონიანზე, რომელმაც ეროვნულ გამოცდებში აღებული ქულებით საზოგადოება გააოცა. მან, შეიძლება ითხვაქს, ასიდან ასში გაარტყა, უნარებისა და ინგლისურის გამოცდებზე უმაღლესი ქულები აიღო, უნარებში - 80 დან 80, ინგლისურში - 90 დან 90.

დევი ონიანმა თბილისის 55-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. ის ოლიმპიადების აქტიური მონაწილეა და ინტელექტუალურ კონკურსებში არაერთი პრიზი აქვს მოპოვებული.

დედა და პედაგოგები აღნიშნავენ, რომ კარგი მოსწავლე იყო. განსაკუთრებით. საბუნებისმეტყველო საგნებისკენ ჰქონდა მიდრეკილება. ძალიან კარგად სწავლობდა ფიზიკიას და მათემატიკას. ფლობს სამ ენას - რუსულს, ინგლისურს და ფრანგულს.

„დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში", თუმცა სხვა უნივერსიტეტებიდან მომივიდა შემოთავაზებები და ზუსტად გადაწყვეტილი აღარ მაქვს. მედიცინის ფაკულტეტეზე მინდა ჩაბარება" - ამბობს დევი ონიანი ჟურნალ „სარკესთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×