რეზონანსი
08.08.2018

 (რეზონანსი) დღეს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ მალხაზ კობაური ამ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, - ამის შესახებ ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

როგორც ალექსანდრე კობაიძემ აღნიშნა, მალხაზ კობაური, არა თუ მკვლელი, არამედ საქმის მთავარი მოწმეა.

ადვოკატის მტკიცებით, კობაური არ აღიარებს დანაშაულს და უარყოფს გარდაცვლილ ლორა სმიტზერაიმე ტიპის სექსუალურ ძალადობას.

ალექსანდრე კობაიძე არ გამორიცხავს, რომ ექსპერტიზა არასწორად იყოს ჩატარებული.

მისვე თქმით, დაცვის მხარე, საკუთარი მოსაზრებების დასამტკიცებლად, არაერთი ექსპერტიზის ჩატარებას

გეგმავს.

ადვოკატი, საქმის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მკვლელობაში დაახლოებით შვიდი პირი ფიგურირებს.

მისივე თქმით, საქმის მასალებში, არაერთი გარემოება აჩენს კითხვის ნიშნებს, მათ შორის, მტკიცებულებების სახით ამოღებული ფოტოები, რომელიც მალხაზ კობაურის ტელეფონში აღმოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×