(რეზონანსი)თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 6 თვის ტყუპის ცემაში ბრალდებული ძიძა პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატი ამბობს, რომ ბავშვებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებოდათ და ძიძა სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ უნდა გაეთავისუფლებინათ, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოთოგათავისუფლების შესახებ.
თბილისში, ერთ- ერთ ოჯახში ძიძა 6 თვის ტყუპს სისტემატურად სცემდა. მას შემდეგ, რაც ოჯახს ეჭვი გაუჩნდა, ოთახში სათვალთვალო კამერა დააყენეს.ეჭვი გამართლდა და ოჯახის წევრებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ უსწორდებოდა ქალი ბავშვებს.
ამის შემდეგ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო. მაშინ „ქრონიკამ" ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, რომელშიც ჩანს ძალადობა.
6 თვის ტყუპის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარეს.