რეზონანსი
08.08.2018

 სამართალდამცველებმა სამი მამაკაცი დააკავეს, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა, დანარჩენები კი 25 წელს მიღწეულები. სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ 25 წლის ყაზახი გოგონა იპოვნეს, რომელსაც ძლიერი ტრავმა ჰქონდა მიღებული და სუნთქვა უჭირდა. როგორც აღმოჩნდა, გოგონა სასტუმროში იყო დაბინავებული, სადაც ის სამმა ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი ფანჯრიდან გადმოაგდო.

ინციდენტი 4 აგვისტოს, სასტუმრო „თეთრ ღამეებში“ მოხდა. გამოძიების თავდაპირველი ვერსიით შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე გოგონა მამაკაცებთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს სვამდა, მეორე ვერსიით კი ის ძალით შეიყვანეს ნომერში, სადაც მასზე იძალადეს. გაუპატიურების შემდეგ ნასვამმა ახალგაზრდებმა გოგონა მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოაგდეს.

ამჟამად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×