რეზონანსი
08.08.2018

 (რეზონანსი)2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლების ნაწილში, მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიებს ისწავლიან. ამის შესახებ 1tv-ი წერს.

განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს სამოქალაქო განათლების ექსპერტის, შალვა მეკრავიშვილის განცხადებით, ეს ისტორიები ახალი საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება" სახელმძღვანელოში შედის.

მისი თქმით, პროექტი პირველ ეტაპზე საპილოტე იქნება, მომდევნო სასწავლო წლიდან კი, როდესაც მე-7-მე-12 კლასებისთვის ახალი სტანდარტი უნდა ამოქმედდეს, შესაძლოა, ეს საგანი სავალდებულო გახდეს.

მეკრავიშვილის განმარტებით, ამავე სახელწოდების სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება" განათლების და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, სახელმძღვანელოზე მუშაობა უკვე დასრულებულია და დასაბეჭდად მზადდება.

წიგნში 2008 წლის აგვისტოს ომი ცალკე თემადაა შეტანილი. ამასთან, დეტალურადაა მოთხრობილი საქართველოს თანამედროვე ეროვნული გმირების, მათ შორის აგვისტოს ომის გმირების შესახებ.

საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება" მეათე კლასელებისთვის იქნება განკუთვნილი.

ამ ეტაპზე, სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომი მე-9 კლასში, საქართველოს ისტორიის საგნის ფარგლებში ისწავლება. ომის გმირების შესახებ კი, მასში საუბარი არ არის.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×