რეზონანსი
08.08.2018

 ბარსელონაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები თითქმის ორი თვეა, ცდილობენ დაღუპული ახალშობილის ცხედრის გადაცემაზე ნებართვის მიღებას, რათა ის სამშობლოში ჩამოასვენონ.

საქართველოს მოქალაქემ 14 ივნისს სახლში იმშობიარა. მშობიარობის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ახალშობილი დაიღუპა. ესპანეთის ხელისუფლება ცხედრის გადატანისთვის საქართველოს მოქალაქეებისგან 6000 ევროსა და დაბადების მოწმობას ითხოვს, რომელიც მშობლებს არა აქვთ. მათ დახმარებისთვის საქართველოს საკონსულოს მიმართეს. 

"სასამართლომ დაადგინა, რომ რადგან 48 საათი არ იცოცხლა (ჩვილმა), მასზე არ გაიცა დაბადების მოწმობა. შემდეგ ეს ყველაფერი ვაცნობეთ საკონსულოს და საკონსულომ ამის შემდეგ გვითხრა უარი. თანხაზე რომ სთხოვა ჩემმა დამ, მას უთხრეს, რომ თქვენი ხარჯებით გადმოასვენეთ და თუ თანხმობა იქნება საქართველოდან და გაიცემა დაბადების მოწმობა, ამ თანხას დაგიბრუნებთ", — განუცხადა გარდაცვლილი ბავშვის დეიდამ, ანა ჩილინდრიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.

ჩვილის ნათესავები ამტკიცებენ, რომ თუ ისინი შემდეგ თვეში თუნდაც 400 ევროს არ გადაიხდიან, ბავშვის ცხედარს კრემაციას ჩაუტარებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×