რეზონანსი
08.08.2018

2008 წლის ომში დაღუპული ზაურ თენიაშვილის დედა მთავრობის წევრების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლებას შვილმკვდარი მშობლების ეშინია და სწორედ ამ მიზეზით მივიდნენ ისინი მუხათგვერდის ძმათა სასაფალაოზე 7 აგვისტოს და არა 8-ში.

„დღეს ავტობუსები უნდა იდგეს იქ და მშობლები მიყავდეს და მოყავდეს. სად არიან? სად არის მთავრობა? ჩვენი თავდაცვის მინისტრი სად არის? დღეს უნდა მოვიდნენ. ჩვენ შვიდში აქ არ ამოვდივართ. ჩვენი საერთო ტრაგედია არის 8 და ამ რიცხვში ამოვდიოდით ყოველთვის, 10 წლის განმავლობაში. მაგრამ ახლა სად არიან? ეშინია ამ მთავრობას. თუ სხედან, ჩვენი შვილების გამო სხედან სკამზე, თორემ დღეს შეიძლება სხვანაირი მდგომარეობა ყოფილიყო საქართველოში. ქვისთვის კი არ უნდა ეთქვათ მწუხარება, ჩვენთვის უნდა ეთქვათ მშობლებისთვის. დედამ რომელმაც შვილის ვერ ნახა ისე ჩადეს მიწაში, ის არაა დედა?" - აღნიშნა დაღუპულის დედამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×