რეზონანსი
08.08.2018

სმი­ტე­ბის ოჯა­ხის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მწყემ­სის, მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის ად­ვო­კა­ტის, ლექ­სო კო­ბა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ლორა სმი­ტის სხე­ულ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლე­ბია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა ექ­სპერ­ტი­ზას არ და­უდ­გე­ნია, რომ მოკ­ლუ­ლი ქალი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლია. 

ამას­თან, ად­ვო­კატ­მა სხვა­დას­ხვა კუ­თხით ექ­სპერ­ტე­ბის მიერ გა­კე­თე­ბულ დას­კვნებ­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ დაც­ვის მხა­რეს აქვს მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რათა მათ სის­წო­რე­ში ეჭვი შე­ი­ტა­ნოს. კო­ბა­ი­ძემ ერთ-ერთ „ალო­გი­კურ დას­კვნად“ რა­ი­ან სმიტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

„საქ­მე­ში არის სხვა­დას­ხვა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, მათ შო­რის არის კო­ბა­უ­რის სპერ­მის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, ასე­ვე არის მოკ­ლუ­ლი რა­ი­ან სმი­ტის სპერ­მის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რო­მე­ლიც ბევრ კი­თხვის ნი­შანს ბა­დებს. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ საქ­მე­ში ბევ­რი ქა­ო­სი და არე­უ­ლო­ბაა. მე ვუშ­ვებ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ექ­სპერ­ტი­ზე­ბი არას­წო­რად არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×