რეზონანსი
08.08.2018

 (რეზონანსი) ბათუმში ავტოავარიას 60 წლის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს მოხდა. ქალს მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევა თამარის დასახლებაში,ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამის შესახებ „აჭარის ტელევიზია" წერს.

სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, ექიმებს ქალი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ და ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

დაღუპული შპს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, იგი ავარიის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

შსს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×