რეზონანსი
08.08.2018

გორში სტალინის ქუჩის აბრები შინდისის გმირების სახელით შეცვალეს. ასეთი ერთგვარი აქცია აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.

"დღეს გორში, სტალინის ქუჩაზე გამოჩნდა მისამართის აღმნიშვნელი ახალი აბრები, რომლებზეც სტალინის ქუჩის ნაცვლად ახალი მისამართი შინდისის გმირების ქუჩა წერია", - აღნიშნულია რადიო "თავისუფლების" ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფის, „მაროს“ წევრები უკვე დიდი ხანია ითხოვენ, რომ სტალინის ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი დაერქვას.

ვინ არის სტალინის ქუჩის სახელის შინდისის გმირების ქუჩის  შეცვლის ინიციატორი, ამ დროისთვის უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×