რეზონანსი
08.08.2018

 იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანი ამბობს, რომ მთავრობის პოზიცია არის ერთადერთი და უცვლელი - რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ! მისი თქმით, ამ პოზიციას საქართველოს სახელმწიფო სტრასბურგში, ევროპული სასამართლოს წინაშე და ჰააგის სასამართლოს გამოძიების ფარგლებში იცავს.

„ეს არის ის პოზიცია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხი, მისი მთავრობა და მთავრობის სახელით იუსტიციის სამინისტრო იცავს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე და ჰააგის სასამართლოს გამოძიების ფარგლებში. ეს პოზიცია არის შემდეგი, რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×