"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ადამიანი თავად არის საკუთარი სხეულის ბატონ-პატრონი. მათ შორის თუ უნდა საკუთარ თავს ზიანსაც მიაყენებს. მისი თქმით, ეს უკავშირდება პასუხისმგებლობის თემასაც, ამიტომ "გირჩი" ეწინააღმდეგება იმას, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის სახელმწიფომ სხვადასხვა პროგრამები დააფინანსოს.
„ადამიანი საკუთარი სხეული ბატონ-პატრონია და თავის სხეულს რასაც უნდა იმას უზამს, მათ შორის თუ უნდა მიაყეებს ზიანს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა და არავისი სხვისი. შესაბამისად, ჩვენ არ ვუჭეთ მხარს სახელმწიფომ სხვადასხვა პროგრამები აფინანსოს ნარკომომხმარებლებისთვის. სხვა გადამხდელები არაფერ შუაში არ არიან, რომ რაღაცაში დაეხმარონ.
„თეთრი ხმაურის მოძრაობას“ სოციალისტური მიდგომა აქვს და ამბობენ, რომ თავისი სხეულის ბატონ-პატრონი ადამიანი ბოლომდე არ არის და ადამიანის სხეული სოციუმსაც ეკუთვნის და თუ ადამიანი მას დააზიანებს საზოგადოებაა პასუხისმგებელი და დაუფინანსოს მკურნალობა და რეაბილიტაცია", - განუცხადა "აიპრესს" ჯაფარიძემ.