რეზონანსი
09.08.2018

 რუსთავში  უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ბავშვი 2 წლის გოგონაა.  როგორც მეზობლები TV4-თან საუბარში ყვებიან შემთხვევის დროს სახლში პატარას ბებია და ბიძა იმყოფებოდნენ.

"ფანჯარა ბადით არის დაცული, თუმცა ეტყობა მიაწვა და მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. სანამ სასწრაფო მოვიდა საკუთარი ძალებით ეცადნენ გადაყვანას საავამდყოფოში. დიდი უბედურება დატრიალდა ჩვენს სამეზობლოში", - ამბობენ მეზობლები.

დაახლოებით 2 საათის წინ რუსთავში 2 წლის გოგონა მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით საავამდყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×