რეზონანსი
09.08.2018

 საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების სისტემის რეფორმა მიმდინარე წლის ივნისში დააანონსა. პროგრამის თანახმად, რეფორმირება ყველა დონეზე მოხდება. კერძოდ, ცვლილებები შეეხება სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებას.

განათლების სისტემის რეფორმის ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე „ბრიტანეთის საბჭო" იქნება, რომელიც განხილვების ყველა დონეზე მიიღებს მონაწილეობას. „ბრიტანეთის საბჭო“ დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას კულტურის და განათლების სფეროებში.

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა განათლების მინისტრმა „ბრიტანეთის საბჭოს" ხელმძღვანელ ზაზა ფურცელაძესთან და პროექტის მენეჯერ თამარ კვაჭაძესთან უკვე გამართა.

ბატიაშვილის თქმით, განათლების რეფორმის მოსამზადებელი პროცესი უკვე დაწყებულია და მისი შინაარსი ახლო მომავალში საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×