რეზონანსი
09.08.2018

 გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადები მიიღება 9 აგვისტოს 10:00 საათიდან 15 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადმოგზავნილი გაქვთ და გაგიჩნდათ სურვილი დაამატოთ დავალება/დავალებები ან სხვა საგანი/საგნები უკვე გადმოგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობითი განცხადების საფუძველზე.

გადმოგზავნილი განაცხადის გაუქმებაზე განცხადება უნდა დაწეროთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, თბილისში - ე. მინდელის ქ. N9, რაიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

გაუქმების შემდეგ კი განმეორებით მოგეცემათ უფლება გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი დადგენილ ვადებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×