რეზონანსი
09.08.2018

 (რეზონანსი) საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ისევ იკლებს. გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის ივლისში გერმანიას თავშესაფარი საქართველოს 175-მა მოქალაქემ სთხოვა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, გერმანიაში თავშესაფარი 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს 2625-მა მოქალაქემ მოითხოვა. ეს რაოდენობა მთლიანი მაჩვენებლის 2.6%-ია.

2018 წლის იანვარ-ივნისში, ევროპის ოთხ ქვეყანაში საქართველოს 3 527-მა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი. მათ შორის ყველაზე მეტმა, საქართველოს 2485-მა მოქალაქემ თავშესაფარი გერმანიას სთხოვა.

გერმანიამ უახლოეს პერიოდში შესაძლოა საქართველო, ტუნისი, მაროკო და ალჟირი უსაფრთხო ქვეყნებად აღიაროს, რაც ამ სახელმწიფოებიდან თავშესაფრის განაცხადების დამუშავების პროცესს დააჩქარებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×