(რეზონანსი) სამეგრელოში ქართველმა მამაკაცმა ტურისტების გაუპატიურება სცადა.
„კვირას" ინფორმაციით, ტურისტების გაუპატიურების მცდელობა სამეგრელოში, ტობა-ვარჩხილის ტერიტორიაზე მოხდა.
კარავში, სადაც ორი ტურისტი იმყოფებოდა, ქართველი მამაკაცი შეღწევას ცდილობდა, თუმცა, უცხოელებმა 112-ში დარეკეს და ინფორმაცია მიაწოდეს.
ინფორმაციის საფუძველზე, სწრაფი რეაგირების შედეგად, შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქართველი მამაკაცი დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 19-150 მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულების მცდელობას გულისხმობს.