რეზონანსი
09.08.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალება, კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს, რათა სრულად იქნას დაცული, უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი სიკეთე. ამასთანვე, იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორის საბჭოს ფარგლებში წარმოდგენილმა პროფილურმა სამინისტროებმა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის აქტიური ჩართულობით შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და ნარკომანიის მძიმე სენით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველმყოფი ქმედითი პროგრამები," - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×