(რეზონანსი) ბათუმში მაშველებმა მირიან გვიანიძემ და თორნიკე ნაგერვაძემ 43 წლის მამაკაცი გადაარჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
"მამაკაცი სანაპიროდან ზღვაში 100 მეტრის დაშორებით იყო შესული და შველას ითხოვდა
მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს:
დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს
ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს!
გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები! "- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.