რეზონანსი
09.08.2018

 უბედური შემთხვევა მოხდა ფოთში. მალთაყვის სანაპიროზე ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. მაშველებმა ქალის გადარჩენა შეძლეს. ისინი რუსი ტურისტები არიან. 

„სანაპიროზე აღმართულია წითელი დროშები. შტორმი 4 ბალს აღემატება. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, ისინი მაინც შევიდნენ ზღვაში. ახალგაზრდა ქალის გადარჩენა შევძელით, 25 წლამდე კაცის ცხედარი კი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი“, - აცხადებს მაშველი თეიმურაზ შონია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×