რეზონანსი
09.08.2018

 (რეზონანსი) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მატანში, დუისსა და ომალოში ძლიერი წვიმის გამო საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა.

შეფერხებულია გადაადგილება სოფლების შიდა გზებზე. წვიმასთან ერთად ნალექის სახით მოვიდა სეტყვაც, რამაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

ახმეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის მიუხედავად, მნიშვნელოვანი ზარალი სოფლებს არ მიუღია. მისივე თქმით, სტიქიის ადგილზე მისი მოადგილე იმყოფება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×