რეზონანსი
09.08.2018

 (რეზონანსი) 29 ბავშვი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა, იემენში სკოლის ავტობუსის აფეთქების შედეგად, რომლითაც სკოლის მოსწვალეები მგზავრობდნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის მიერ, კონტროლირებად ტერიტორიაზე ავიაიერიში იქნა განხორციელებული.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, შეტევას სულ 43 ადამიანი ემსხვერპლა, 80-მდე კი დაშავდა.

დაღუპულთა უმეტესობის ასაკი 10 წელს არ აღემატება.

კოალიციამ, რომელიც იემენის სამთავრობო ძალებს უჭერს მხარს, მომხდარის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათი მოქმედებები იყო ლეგიტიმური.

კოალიციის ცნობით, მშვიდობიანი მოქალაქეები მათი სამიზნე არასდროს ყოფილან, თუმცა უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი ბომბავენ ბაზრის, სკოლის, საავადმყოფოს და მშიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×