რეზონანსი
09.08.2018

 ლუგელას ხეობაში ტურისტებზე იძულების მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატის ინფორმაციით, ის დანაშაულს აღიარებს. შოთა ჩიქოვანი იმედოვნებს, რომ სასამართლო საპროცესო შეთანმხების შესახებ პროკურატურისა და დაცვის მხარის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მუხურში დაემგზავრა ორ გერმანელ ტურისტს და ლუგელას ხეობისკენ გააცილა. მან კარავში შესვლა სექსუალური კონტაქტის დამყარების მიზნით სცადა, თუმცა ტურისტებმა 112-ში დარეკეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. დანაშაულს აღიარებს და ინანიებს მომხდარს",- უთხრა ჟურნალისტებს ჩიქოვანმა. 

მამაკაცი ტობავარჩხილზე ორი დღის წინ დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე იძულების მცდელობის მუხლითაა აღძრული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×