რეზონანსი
09.08.2018

 გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ფარული საგამოძიებო მოექმედებების შედეგად საქმეში დევს რამდენიმე მტკიცებულება, მათ შორის არის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ჩვენება, თუ როგორ ვითარდებოდა მოქმედებები სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დღეს. მოწმე ჰყვება რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო და ამის შემდეგ დაინხა, თუ როგორ დატოვა გიორგი ჭანტურიამ ქუთათელაძის სამუშაო ოთხარი. ასევე საქმეში არსებობს ჭანტურიას დის ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც და აცხადებს, რომ ოჯახმა ვერ მოასწრო 300 ვაზნის, 24 მჭიდის და სამი ავტოლმატის გადამალვა.

საქმის მთავარი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ჭანტურიამ სტამბოლის ბაზრის დატოვების შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა და მკვლელობის ადგილს დაუბრუნდა. ჭანტურია მკვლელობიდან მალევე ევროპაში გაემგზავრა. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარულ საგამოძიებო აუდიო ჩანაწერში, რომელიც „ქრონიკამ“ მოიპოვა, ბრალდებულის და ჰყვება, რომ თუ მისი ძმის მიერ საზღრვის გადაკვეთის შემდეგ საგამოძიებო უწყება მისი მიმალვის შესახებ გააკეთებდა განცხადებას, ბრალდებული ევროპაში დარჩებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×