რეზონანსი
09.08.2018

 ზუგდიდის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ, დააკმაყოფილა პროკურატურისა და დაცვის მხარის შუამდგომლობა და ლუგელას ხეობაში იძულების მცდელობისთვის დაკავებულთან საპროცესო შეთანმხება გაფორმდა. საპროცესო შეთანხმების შედეგად, დკავებული ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექისი 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც იძულებას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 10 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, აქედან 3 თვეს ციხეში გაატარებს, 7 თვეს კი პირობითი მსჯავრს მოიხდის 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

დაკავებულის ადვოკატის, შოთა ჩიქოვანის განცხადებით, ჩხოროწყუს მკვიდრი ორ გერმანელ ტურისტ ქალს დაემგზავრა. ტობავარჩხილზე მათ ცოტა დალიეს. მამაკაცმა ტურისტებს სექსუალური კონტაქტის დამყარება შესთავაზა, გაუპატიურების მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×