რეზონანსი
09.08.2018

 ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია. სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის გიორგი ფეიქრიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცოლის მეგობარმა კაცმა ესროლა.

თავდამსხმელმა იარაღით 48 წლის კაციც დაჭრა. დაზარალებული, სავარაუდოდ, სადარბაზოში სისხლიან გარჩევას შეესწრო. გულ-მკერდში დაჭრილი კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ დროის მონაცემებით, მკვლელობის ფაქტს დაჭრილი კაცის გარდა, სხვა თვითმხილველი არ ჰყავს.

პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება მოახერხა. ამჟამად მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×