რეზონანსი
09.08.2018

 ხორავას ქუჩაძე მოკლული დავით სარალიძის მამა სექტემბრიდან აქციების დაწყებას აანონსებს. „ბრძოლას ვაგრძელებ სამართლებრივად, წიწილებს შომოდგომაზე ითვლიან და სექტემბრიდან ვიწყებ ფართომასშტაბიან აქციებს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასაც ეხმაურება, რის შედეგადაც ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ 3 პირი სასამართლოს დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სამივე მათგანს დანაშაულის დაფარვის ბრალდება ჰქონდა წაყენებული. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა არ ეთანხმება.

„ეს იყო მეტისმეტი და გადაჭარბებული,” – ასე შეაფასა ზაზა სარალიძემ მისი შვილის მკვლელობაზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების გათავისუფლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×