რეზონანსი
09.08.2018

ხობის კულტურის სახლში, გაზეთ „ხობის მოამბის” რედაქციის ოთახში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დასრულდა. სარემონტო სამუშაოებისთვის 850 ათასი ლარი დაიხარჯა. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, ჭერის ჩამონგრევა სამუშაო საათებში მოხდა , თუმცა არავინ დაშავებულა.

ხობის მერის მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ აღნიშნა, რომ სამუშაოები შპს „კომპანიონმა“ შეასრულა, რომელსაც ხარვეზების გამოსწორების ვალდებულება აქვს. მისივე თქმით, შენობას ჩაბარებისას ექსპერტიზის დასკვნაც თან ახლდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×