რეზონანსი
10.08.2018

 ავსტრალიელმა რობი ნილმა ეზოში სარეცხის გაფენისას, დაინახა, რომ მის სახლზე გიგანტური პითონი მიძვრებოდა. ქვეწარმავალი 10 მეტრის სიგრძის იქნებოდა. უცნაური ისაა, რომ სახლის პატრონმა მედიასთან თქვა, რომ გველის დანახვა სულაც არ გაჰკვირვებია, რადგან პითონი მათი სახლის უკანა ეზოში, ფარდულის სხვენში უკვე ნახევარი წელია, რაც ცხოვრობს.

„ის უბრალოდ ზემოდან ჩამოეკიდება ხოლმე, როცა ფარდულში ვმუშაობ და მიყურებს. მე მისგან საფრთხეს არ ვგრძნობ და არც ის გრძნობს ჩემგან საფრთხეს“ - თქვა კაცმა.

გველის სახურავიდან ჩამოყვანა შეძლეს, ბოლოს კი, სახლის უკან, ბუჩქებში გაუშვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×