რეზონანსი
10.08.2018

 (რეზონანსი ) რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრმა (ВЦИОМ) ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 80% რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას მხარს უჭერს, ეწინააღმდეგება 9%.

ცენტრის წარმომადგენლებმა ანგარიშის გამოქვეყნებისას განაცხადეს, რომ "რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა დღესაც მიიჩნევს, რომ რუსეთი სწორად მოიქცა, როდესაც 2008 წელს მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთს (81%). ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა. 80% კი მიიჩნევს, რომ რუსეთი სწორად მოიქცა, როდესაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა." კვლევა 6 აგვისტოს ჩატარდა და 1,6 ათასი რესპონდენტი გამოიკითხა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×