რეზონანსი
10.08.2018

 (რეზონანსი) „ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ პედოფილიაზე დაწესდება 30 წელი პატიმრობა და ჩაუტარდება ქიმიური კასტრაცია" - ეს განცხადება, "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა გააკეთა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, პედოფილია არის მძიმე დანაშაული დღეს არსებული კანონით გათვალისწინებული სასჯელი კი შეუსაბამო.

მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში დანაშაულის შემთხვევებმა მოიმატა და სასჯელი არის მინიმალური.

„ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ პედოფილიაზე დაწესდება 30 წელი პატიმრობა, სავალდებულო ქიმიური კასტრაციით. ბავშვის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე, პედოფილებზე, ჩვენი მომავლის მტრებზე უნდა მიწა იწვებოდეს ფეხქვეშ და მე ამას გავაკეთებ," - განაცხადა ნათელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×