რეზონანსი
10.08.2018

 ფინანსთა სამინისტრო საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევად კონკურსს აცხადებს. ვაკანსია საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე გამოქვეყნდა. განაცხადების მიღება 29 აგვისტომდე გაგრძელდება.

გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობრივი სარგო 10 000-დან 15 000 ლარამდეა.

დირექტორობის კანდიდატს ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

„სასურველია კანდიდატს გააჩნდეს აქტივების მართვის გამოცდილება ან/და საპენსიო სქემების პრინციპების ცოდნა“, – აღნიშნულია ვაკანსიაში.

კანდიდატი შეირჩევა გამარტივებული კონკურსის საფუძველზე. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა 2018 წლის 14 სექტემბერია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×