(რეზონანსი) საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის მსურველების განაცხადები მიიღო. მათგან რამდენიმე 2013 წლის არჩევნებშიც ცდილობდა ამომრჩევლის გულის მოგებას, თუმცა გამარჯვება ვერ შეძლეს, სამაგიეროდ ინტერნეტ ისტორიას სახალისო ამბები დაუტოვეს. ერთ-ერთი, ვინც კვლავ პრეზიდენტობის სურვილს გამოთქვამს მიხეილ-გელა სალუაშვილია, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სიაშია აღნიშნული, მიხეილ-გელა სალუაშვილი კვლავ მისი პარტია „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა- უფალია ჩვენი სიმართლე"- სახელით იბრძოლებს.
1 მიხეილ სალუაშვილი „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე"
2 გიორგი ლილუაშვილი „საქართველო"
3 ზვიად ბაღდავაძე „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო"
4 ვახტანგ გაბუნია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"
5 ლევან ჩხეიძე „ახალი ქრისტიან-დემოკრატები"
6 შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია
7 კახაბერ ჭიჭინაძე
საინიციატივო ჯგუფი (ელგუჯა ბურდული, ელგუჯა შვანგირაძე,
ეკატერინე სოხაძე, მარიამ მამაცაშვილი, იოსებ მაისაშვილი, სოფიო
კანაშვილი, თეიმურაზ მჟავია)
8 დავით ბაქრაძე "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის "
9 ზვიად იაშვილი "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია "
საარჩევნო სუბიექტები/საინიციატივო ჯგუფები, რომელთაც მიმართეს ცესკოს პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის მიზნით
10 გია ჩხიკვაძე საინიციატივო ჯგუფი (ოთარ კევლიშვილი , ნოდარ ღვინიაშვილი,
ლილი გულუა, ავთანდილ ტორონჯაძე, ჯიმშერ ღვინიაშვილი)
11 გია ჩხიკვაძე "წმინდა ილია მართლის საზოგადოება".