რეზონანსი
10.08.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 11 აგვისტოსთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5339 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4687 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0652-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9061 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.8622 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0439-ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.2376 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.1817 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0559-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4261 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4576 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0315-ით გამყარდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×