ნათია ლომიძე
10.08.2018

ლარი დოლართან მიმართებით 3 დღის განმავლობაში ერთბაშად 10 პუნქტით დაეცა და ბაზარზე პანიკაც გამოიწვია. რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე სავალუტო კრიზისი ქართული ვალუტაზე იმაზე სწრაფად აისახა, ვიდრე ელოდნენ. სავალუტო ბაზარზე უმართავი პროცესები დაიწყო და კურსმა 2,56-ს გადააჭარბა. რასაკვირველია, ასეთი ვარდნა სპეკულაციის გარეშე არ ჩაივლიდა.

2 დღის განმავლობაში ლარი პერმანენტულად ეცემოდა და 2,45-დან 2,57-მდე მივიდა. არათუ მოქალაქეები, არამედ ვალუტის გადამცველ ჯიხურების მეპატრონეებიც კი გაოგნებული იყვნენ მოულოდნელი დევალვაციით.

"ფინექს 1970"-ის ანალიტიკოს ნიკა შენგელიას აზრით, რეგიონის ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობის გამო ლარის კურსის გაუფასურება მოსალოდნელი იყო, თუმცა არა ასე მყისიერად. ახლო მომავალში კი კურსი 2,50-2.55-ის ფარგლებში შენარჩუნდება.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ 11 აგვისტოს "რეზონანსში"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×