რეზონანსი
10.08.2018

 (რეზონანსი) პრეზიდენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

კანონი ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმას გულისხმობს, რომელიც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. სისტემის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეთა მთლიანი ხელფასის 6% ყოველთვიურად გადაირიცხება სპეციალურ სახელმწიფო საპენსიო ფონდში. ეს ფონდი მოქალაქეთა მიერ დაზოგილ თანხას სხვადასხვა საინვესტიციო პროექტში დააბანდებს და მას საპროცენტო სარგებელსაც დაარიცხავს. ამ ფულს მოსახლეობა საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, საბაზო პენსიასთან (დღეს 180 ლარი) მიიღებს.

კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით 21 ივლისს მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×