რეზონანსი
10.08.2018

 ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ ბეშუმში ელექტროენერგია გათიშულია, რის გამოც დამსვენებელთა უმეტესობამ კურორტი დატოვა. ამის შესახებ "აიპრესის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომელიც თავადაც ბეშუმში ისვენებს. კურორტ ბეშუმში საკმაოდ ცივა. ჩვენი ჟურნალისტის ცნობით, დიდი რიგებია პურზეც.

ხულოს მერი გოჩა მელაძე კურორტზე ელექტროენერგიის შეწყვეტას ადასტურებს. მისი თქმით, დენის პრობლემა ხშირადაა და ამ პრობლემის საფუძვლიან გადაჭრაზე მომავალი წლიდან იზრუნებენ:

"შუქთან დაკავშირებით შეფერხებაა. პურის რიგების შესახებ ინფორმაციას არ ვადასტურებ. პურიც არის და ბუნებრივი აირიც.  შუქს რაც შეეხება, მიტოვებული ქსელია, რომელიც ვერავითარ დატვირთვას ვერ უძლებს. მუშაობს 7 ადამიანი ელექტროენერგიის აღდგენაზე. სავარაუდოდ, ამაღამ აღდგება ელექტროენერგია, ეს შემიძლია ვთქვა, სხვა რითი უნდა დავამშვიდო დამსვენებლები?! ვერაფრით დავამშვიდებ იმ ადამიანებს, ვინც ამოდის მთაში, იხდის ფულს, არც თუ ისე ცოტას და რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდება", - ამბობს მერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×