რეზონანსი
11.08.2018

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე ჭალადიდის დამბაზე წყლის დონემ დაიკლო და მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ. „რისკის ზონებში მობილიზებულია და მუდმივ მზადყოფნაშია სახანძრო-სამაშველო ძალები, რათა სიტუაციის გართულების შემთხვევაში, მყისიერად მოხდეს სათანადო ღონისძიებების გატარება. სამეგრელო-ზემო სვანეთის მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე იმყოფება იმერეთის რეგიონისა და თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების 80 მეხანძრე-მაშველი.

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. წარმომადგენლები აწარმოებენ მდინარე ჭალადიდის კალაპოტსა და მიმდებარედ არსებულ დამბაში, წყლის დონის უწყვეტ მონიტორინგს", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×